https://sputnik-georgia.com/20240628/sapensio-saagento-sapensio-pondad-gardaiqmneba-288674910.html
საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდად გარდაიქმნება
საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდად გარდაიქმნება
Sputnik საქართველო
მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა... 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T11:00+0400
2024-06-28T11:00+0400
2024-06-28T11:00+0400
საქართველო
საპენსიო სააგენტო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_62f63d84ef86f76a99b5c211c1ffc864.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. 2025 წლის მაისისთვის საქართველოს საპენსიო სააგენტო სახელწოდებას შეიცვლის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იქნება „საქართველოს საპენსიო ფონდი“ და მას საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ერთი ორგანო - მმართველობითი საბჭო მართავს.მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 პირისგან, რომელთა უმეტესობაც იქნება პროფესიონალი, საბჭოს წევრთა რაოდენობიდა გამომდინარე თანამდებობის პირთა რაოდენობა იქნება ერთი ან ორი.პროფესიონალ წევრებს კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ხუთი წლის ვადით დანიშნავს. სავალდებულო მოთხოვნაა - განათლება და მინიმუმ ათწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკისა და რისკების მართვის სექტორებში. მმართველ საბჭოში თანამდებობის პირებს კონკურსის წესით საქართველოს პარლამენტი დანიშნავს.მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1-ელ მარტამდე დაკომპლექტდება.მმართველობითი საბჭო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს და 2025 წლის 1-ელ მაისამდე დაამტკიცებს საპენსიო ფონდის წესდებას და სტრუქტურას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284455938_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0b757fa6f4b56ef876f9733ba957ee84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საპენსიო სააგენტო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საპენსიო სააგენტო საპენსიო ფონდად გარდაიქმნება
მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. 2025 წლის მაისისთვის საქართველოს საპენსიო სააგენტო სახელწოდებას შეიცვლის - „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
საპენსიო სააგენტოს სახელწოდება იქნება „საქართველოს საპენსიო ფონდი“ და მას საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ერთი ორგანო - მმართველობითი საბჭო მართავს.
მმართველობითი საბჭო დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას განახორციელებს და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ-საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.
მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 პირისგან, რომელთა უმეტესობაც იქნება პროფესიონალი, საბჭოს წევრთა რაოდენობიდა გამომდინარე თანამდებობის პირთა რაოდენობა იქნება ერთი ან ორი.
პროფესიონალ წევრებს კონკურსის საფუძველზე პრემიერ-მინისტრი ხუთი წლის ვადით დანიშნავს. სავალდებულო მოთხოვნაა - განათლება და მინიმუმ ათწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკისა და რისკების მართვის სექტორებში. მმართველ საბჭოში თანამდებობის პირებს კონკურსის წესით საქართველოს პარლამენტი დანიშნავს.
მმართველობითი საბჭო 2025 წლის 1-ელ მარტამდე დაკომპლექტდება.
მმართველობითი საბჭო აირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეებს და 2025 წლის 1-ელ მაისამდე დაამტკიცებს საპენსიო ფონდის წესდებას და სტრუქტურას.