https://sputnik-georgia.com/20240628/mremierma-mtavrobis-mushaobis-miznebi-daasaxela-288693241.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის მთავარი მიზნები დაასახელა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის მთავარი მიზნები დაასახელა
Sputnik საქართველო
ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა, განაცხადა პრემიერმა 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T23:00+0400
2024-06-28T23:00+0400
2024-06-28T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სიღარიბესთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაწეულ სამუშაოზე ანგარიშის წარდგენისას.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა და თავის გამოსვლაში კობახიძემ ძირითადად ბოლო ოთხი თვის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიკავა.მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა.„ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია”, -აღნიშნა მან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში მთავრობის პროგრამის შესრულების შესახებ 171 გვერდისგან შედგება და ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ანგარიშიდან ძირითადი პუნქტები წარმოადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის მთავარი მიზნები დაასახელა
ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სიღარიბესთან ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს მთავრობის მუშაობის მთავარი პრიორიტეტებია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაწეულ სამუშაოზე ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში სამთავრობო პროგრამის განხორციელების შესახებ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა და თავის გამოსვლაში კობახიძემ ძირითადად ბოლო ოთხი თვის მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიკავა.
„ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული”, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფოს მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ეკონომიკაა.
„ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია”, -აღნიშნა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში მთავრობის პროგრამის შესრულების შესახებ 171 გვერდისგან შედგება და ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ანგარიშიდან ძირითადი პუნქტები წარმოადგინა.