https://sputnik-georgia.com/20240628/meria-metros-vagonebs-sheiskidis-288689122.html
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
Sputnik საქართველო
მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია, განაცხადა კალაძემ. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T19:49+0400
2024-06-28T19:49+0400
2024-06-28T19:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/56/237765679_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_167c6ce88cdf2518867b1727a14c650e.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია მეტროსთვის 22 ახალი მატარებლის შეძენას აპირებს, რომლებშიც ვაგონების საერთო რაოდენობა 97 ერთეული იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.ახალი მატარებლები თბილისში ეტაპობრივად, 7 წლის განმავლობაში, ანუ 2030 წლის ბოლომდე ჩამოვა. საუბარია ოთხვაგონიან 13 მატარებელზე და ხუთვაგონიან ცხრა მატარებელზე („ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზისთვის). ვაგონები თანამედროვე სტანდარტების იქნება.მისი თქმით, ახალი მატარებლები „გამჭოლი“ ვაგონებით იქნება.პროექტს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დააფინანსებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).„ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.პირველ ეტაპზე იგეგმება ბაზრის კვლევის ჩატარება. მერიამ უკვე განაცხადა, რომ შესაბამის კომპანიას ეძებს.დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისია, დაძინა კალაძემ.შესყიდვების ბიუჯეტი ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. წინასწარი შეფასებით, ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ევროა.2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა.თუმცა, 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევა გახდა. თბილისის მერიამ 19 მაისს გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რადგან მას საერთაშორისო სანქციები შეეხო.დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/56/237765679_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_bb69e037ed08583798af56a73f842e83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერია მეტროსთვის ახალ ვაგონებს შეისყიდის
მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია, განაცხადა კალაძემ.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია მეტროსთვის 22 ახალი მატარებლის შეძენას აპირებს, რომლებშიც ვაგონების საერთო რაოდენობა 97 ერთეული იქნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ახალი მატარებლები თბილისში ეტაპობრივად, 7 წლის განმავლობაში, ანუ 2030 წლის ბოლომდე ჩამოვა. საუბარია ოთხვაგონიან 13 მატარებელზე და ხუთვაგონიან ცხრა მატარებელზე („ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზისთვის). ვაგონები თანამედროვე სტანდარტების იქნება.
„მეტროს ვაგონების განახლების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. მომდევნო წლებიდან გარკვეული ვაგონების ექსპლუატაციის ვადაც გადის. შესაბამისად, გვინდა, რომ მთლიანად განვაახლოთ ვაგონები მეტროში“, -განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი მატარებლები „გამჭოლი“ ვაგონებით იქნება.
პროექტს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დააფინანსებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB).
„ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია. პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ განახლებამდე. ამჟამად, გვყავს მეტროს 192 ვაგონი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პირველ ეტაპზე იგეგმება ბაზრის კვლევის ჩატარება. მერიამ უკვე განაცხადა, რომ შესაბამის კომპანიას ეძებს.
დაინტერესებული კომპანიებისთვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისია, დაძინა კალაძემ.
შესყიდვების ბიუჯეტი ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. წინასწარი შეფასებით, ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიონი ევროა.
2021 წლის დეკემბერში რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის მიწოდებაზე გამოაცხადა.
თუმცა, 2022 წლის მარტში EBRD-მა „მეტროვაგონმაშს“ თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადახდა შეუჩერა. მიზეზი კომპანიის საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცევა გახდა. თბილისის მერიამ 19 მაისს გაწყვიტა კონტრაქტი კომპანიასთან, რადგან მას საერთაშორისო სანქციები შეეხო.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.