https://sputnik-georgia.com/20240628/kobaxidze-deoligarqizacia-schirdeba-ashsh-da-evrokavshirsac-288694589.html
კობახიძე: ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია
კობახიძე: ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ... 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T22:37+0400
2024-06-28T22:37+0400
2024-06-28T22:37+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251923135_0:33:2031:1175_1920x0_80_0_0_6a99f00846110e09a2b1e4756143b107.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ამასთან, ევროკავშირი საქართველოსგან დეოლიგარქიზაციას ელის. ეს არის ერთ-ერთი პირობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა მიიღო.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.სწორედ ამიტომ, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება „გლობალურ ომის პარტიაზე“ გაამახვილა.მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".„იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაცია არ დაზიანდეს, ჩვენ ვლაპარაკობდით „გლობალური ომის პარტიაზე“, რაც ყველა დანარჩენთან ერთად სიმართლეა“, - განაცხადა კობახიძემ.მან სინანულით აღნიშნა, რომ „გლობალური ომის პარტია“ სერიოზულ გავლენას ახდენს ოფიციალურ სტრუქტურებზე „როგორც ერთი, ისე სხვა მიმართულებით“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/03/251923135_209:0:1820:1208_1920x0_80_0_0_9d1811dea4ce349c855f207bf08a2d22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ევროკავშირი საქართველოსგან დეოლიგარქიზაციას ელის. ეს არის ერთ-ერთი პირობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა მიიღო.
„ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა. შესაბამისად, ზეწოლა საქართველოზე შემცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
სწორედ ამიტომ, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება „გლობალურ ომის პარტიაზე“ გაამახვილა.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
„იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაცია არ დაზიანდეს, ჩვენ ვლაპარაკობდით „გლობალური ომის პარტიაზე“, რაც ყველა დანარჩენთან ერთად სიმართლეა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან სინანულით აღნიშნა, რომ „გლობალური ომის პარტია“ სერიოზულ გავლენას ახდენს ოფიციალურ სტრუქტურებზე „როგორც ერთი, ისე სხვა მიმართულებით“.