https://sputnik-georgia.com/20240628/13-wlis-gogos-intimur-potoebis-gavrcelebistvis-28-wlis-mamakaci-daakaves-288687483.html
13 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს
13 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
მამაკაცს პირადი საიდუმლოს ხელყოფისთვის 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T16:15+0400
2024-06-28T16:15+0400
2024-06-28T16:15+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 28 ივნისი— Sputnik. 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდმა 13 მარტს, მამაკაცი სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე" გაიცნო. ისინი „„მესინჯერში" ვიდეოზარების მეშვეობით თითქმის ყოველდღიურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა.ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინებს“ უღებდა მას და მამაკაცს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა.აპრილში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ამის შემდეგ მალევე, „ტიკტოკზე" გავრცელდა არასრულწლოვნის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგონას ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ამასთან, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. „ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მამაკაცის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ცნობით, ბრალდებულის მობილურში ასევე აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგონების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
13 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს
მამაკაცს პირადი საიდუმლოს ხელყოფისთვის 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 28 ივნისი— Sputnik. 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდმა 13 მარტს, მამაკაცი სოციალურ ქსელ „ტიკტოკზე" გაიცნო. ისინი „„მესინჯერში" ვიდეოზარების მეშვეობით თითქმის ყოველდღიურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა.
ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინებს“ უღებდა მას და მამაკაცს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა.
აპრილში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ამის შემდეგ მალევე, „ტიკტოკზე" გავრცელდა არასრულწლოვნის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგონას ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ამასთან, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი პირები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ.
დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი.
„ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მამაკაცის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი და ფოტოები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით განადგურდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის მობილურში ასევე აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგონების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პირადი საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.