https://sputnik-georgia.com/20240627/tbilisshi-darchiashvilis-da-bairamovis-shexvedra-shedga-288662031.html
სტრატეგიული პარტნიორობა: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან
სტრატეგიული პარტნიორობა: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან
Sputnik საქართველო
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. 27.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-27T20:37+0400
2024-06-27T20:37+0400
2024-06-27T20:37+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288660172_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0503f495b71fff1f016c5c6763ed20e7.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და შემდგომი განვითარება, ასევე ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.მისი თქმით, ასეთი ინტენსიური თანამშრომლობის პიროებში ძალზე მნიშვნელოვანია ურთიერთობები მაღალ დონეზე. „ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად რეალიზდება“, - განაცხადა ბაირამოვმა.როგორც აზერბაიჯანელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთის ინიციატივებს საერთაშორისო დონეზე და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით.მისი თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობს.„დღევანდელი მოლაპარაკებების თემა იყო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით, რომელიც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის წარმოება და მისი მიწოდება ევროპაში კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მსოფლიოს და ემსახურება მრავალი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ბაირამოვმა.მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ტრადიციულად მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროებში.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობას. „საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.მან ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა.ორმხრივი ურთიერთობებისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288660172_18:0:1155:853_1920x0_80_0_0_3c165dce0e44f90066fcb931e1da109d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
სტრატეგიული პარტნიორობა: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და შემდგომი განვითარება, ასევე ორმხრივი ურთიერთობების სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
„ვისაუბრეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე, აქამდე მიღწეულ ისტორიულ შედეგებზე, ასევე ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და შემდგომ ეტაპებზე“, - განაცხადა ბაირამოვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ასეთი ინტენსიური თანამშრომლობის პიროებში ძალზე მნიშვნელოვანია ურთიერთობები მაღალ დონეზე.
„ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად რეალიზდება“, - განაცხადა ბაირამოვმა.
როგორც აზერბაიჯანელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთის ინიციატივებს საერთაშორისო დონეზე და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით.
„აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოში, მისი მხრიდან განხორციელდა ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში - 3,4 მლრდ დოლარი, მსხვილი ინვესტორია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი", - განაცხადა ბაირამოვმა.
მისი თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში მრავალი წელია წარმატებით მიმდინარეობს.
„დღევანდელი მოლაპარაკებების თემა იყო მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით, რომელიც 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი პროექტია. ამ კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია ალტერნატიული ენერგიის წარმოება და მისი მიწოდება ევროპაში კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მსოფლიოს და ემსახურება მრავალი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ბაირამოვმა.
მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ტრადიციულად მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ სფეროებში.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს გამორჩეული ხასიათი და თანდათან იძენს ახალ პოზიტიურ განზომილებებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მაღალი შეფასება მისცა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობას.
„საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა ორი ქვეყნის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა.
„აზერბაიჯანი ჩვენთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივი ძალებით დავაინიცირეთ და წარმატებით ვახორციელებთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებმაც ხარისხობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქციები. მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქციონირება კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კავშირების ზრდას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.