საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდ „ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

© Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრები, გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან გასვლისთვის ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კვირას, 30 ივნისს 23:00 საათზე გაიმართება.
ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ გულშემატკივარს ამ ისტორიული, საოცნებო გამარჯვებისთვის. გუნდის ყოველი მომდევნო გამარჯვებისთვის ფონდი „ქართუ“ დამატებით 30 მილიონ ლარს დააჯილდოვებს.
ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთის ნაკრების თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ გულშემატკივარს ამ ისტორიული გამარჯვებისთვის, რომელზეც ოცნებობდნენ. ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
მანამდე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პრემია გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთთან კი ფრე ანგარიშით (1:1) დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლები ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები:
საქართველო - ესპანეთი
გერმანია - დანია
პორტუგალია - სლოვენია
საფრანგეთი - ბელგია
რუმინეთი - ნიდერლანდები
ავსტრია - თურქეთი
ინგლისი - სლოვაკეთი
შვეიცარია - იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0