ოზურგეთში მეზობელმა მეზობელი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მეზობელმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მეზობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0