კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა

© AFP 2024 / PATRICIA DE MELO MOREIRAხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გოლი 94-ე წამზე გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან მატჩში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის მეორე წუთზე ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი მიქაუტაძემ პენალტის წყალობით მატჩის საბოლოო შედეგი დაადგინა. კვარაცხელია პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გოლი 94-ე წამზე გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში მეხუთე მაჩვენებელია.
მიმდინარე ევროზე ყველაზე სწრაფი გოლი 16 ივნისს გავიდა - ალბანელმა ნედიმ ბაირამმა 23-ე წამე იტალიელებს გაუტანა გოლი.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთს კი დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრებში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველო 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროი 23:00 საათზე დაიწყება.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0