https://sputnik-georgia.com/20240627/kvaracxelia-sauketes--fexburtelad-dasaxelda-288648787.html
ევრო 2024: საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა
ევრო 2024: საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,9 ქულით შეაფასა. 27.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-27T10:21+0400
2024-06-27T10:21+0400
2024-06-27T10:21+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288636086_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_4482300645d69d52d89e4aa4f94d3122.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. უეფამ საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთსო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა - მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,9 ქულით შეაფასა.საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მესამე ადგილიდან 4 ქულით მერვედფინალში გავიდა. პირველ ადგილზეა პორტუგალია 6 ქულით, მეორეზე კი თურქეთი, რომელსაც სამ მატჩში ორი მოგება აქვს.საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288636086_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3cb2795cdd029ddbf0e7de308a57305b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,9 ქულით შეაფასა.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. უეფამ საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთსო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა - მატჩი საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,9 ქულით შეაფასა.
„ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. საოცარი გრძნობაა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გავახარეთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ ესე იგი იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ", - განაცხადა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მესამე ადგილიდან 4 ქულით მერვედფინალში გავიდა. პირველ ადგილზეა პორტუგალია 6 ქულით, მეორეზე კი თურქეთი, რომელსაც სამ მატჩში ორი მოგება აქვს.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.