https://sputnik-georgia.com/20240627/kovidddargvevistvis-jarimebs-chamoaweren-288664965.html
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
მოქალაქეებისთვის კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა... 27.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-27T21:39+0400
2024-06-27T21:39+0400
2024-06-27T22:03+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252542951_0:0:2268:1276_1920x0_80_0_0_d18e7e8915fdbd5e601a9012f0587aeb.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციული ჯარიმისგან 1.893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1.855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია.თანხის ჯამური ოდენობა - 5.596,047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5.346,047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 ათასი ლარი).რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პირები, რომლებმაც დარღვევა ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში, „სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის“ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.აღნიშნული მუხლით ჯამში გასამართლდა 10 ადამიანი, მათ შორის რვას პირობითი მსჯავრი შეეფარდა.საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252542951_103:0:2268:1624_1920x0_80_0_0_4548c1501e0779c8f2c975aa754d9a13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები, covid-19
კოვიდდარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ: პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
21:39 27.06.2024 (განახლებულია: 22:03 27.06.2024) მოქალაქეებისთვის კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 ივნისს გამოაცხადა.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს.
ცვლილებებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გავრცელდება ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესაბამის აღუსრულებელ ნაწილზე.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის მონაცემებით, ადმინისტრაციული ჯარიმისგან 1.893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1.855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია.
თანხის ჯამური ოდენობა - 5.596,047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5.346,047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 ათასი ლარი).
რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, პირები, რომლებმაც დარღვევა ჩაიდინეს 2021 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში, „სანიტარული და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევის“ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
აღნიშნული მუხლით ჯამში გასამართლდა 10 ადამიანი, მათ შორის რვას პირობითი მსჯავრი შეეფარდა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა.