https://sputnik-georgia.com/20240627/gelati-vizitorebistvis-droebit-daiketeba-288651034.html
საპატრიარქო: გელათი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება
საპატრიარქო: გელათი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება
Sputnik საქართველო
სამონასტრო კომპლექსის დაკეტვის მიზეზი მთავარ ტაძარში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 27.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-27T12:13+0400
2024-06-27T12:13+0400
2024-06-27T15:22+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284047914_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_bc6d7bf22189144a6639724439115d23.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე პერიოდში დროებით დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.როგორც საპატრიარქოში განმარტეს, გელათის სამონასტრო კომპლესში მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში გადადის.გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.გელათის პრობლემებიტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284047914_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_6d60111c865c1a005664ef14d3f5a404.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საპატრიარქო: გელათი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტება
12:13 27.06.2024 (განახლებულია: 15:22 27.06.2024) სამონასტრო კომპლექსის დაკეტვის მიზეზი მთავარ ტაძარში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსი მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე პერიოდში დროებით დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში განმარტეს, გელათის სამონასტრო კომპლესში მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში გადადის.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი“, -ნათქვამია განცხადებაში.
გელათის რეაბილიტაციის პრობლემა 2023 წლის აპრილში საქართველოს საპატრიარქომ გადაიბარა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული. საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა და მოითხოვა რესტავრაციის ჩატარება ერთიანი მართვის გეგმით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.