ესპანეთის ნაკრების მწრთვნელი: საქართველოს პორტუგალიის დამარცხებით დიდი მოტივაცია ექნება

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშილუის დელა ფუენტე
ლუის დელა ფუენტე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2024
გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ესპანეთის ფეხბურთის ნაკრებს საქარველოსთან მატჩში მოუწევს მაქსიმუმი გაიღოს, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს, განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ჟურნალისტებთან.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება.
მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო.
„მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ“, - განაცხადა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.
მისი შეფასებით, საქართველოს ნაკრებმა გარკვეულწილად შეცვალა თამაშის სისტემა. გარდა ამისა, გუნდს ჰყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის“, - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მწრთვლელმა.
2023 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდა. ესპანელებმა თბილისში გამართული პირველი შეხვედრა სექტემბერში, გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 მოიგეს. ორი თვის შემდეგ მადრიდში საქართველომ ისევ წააგო. ამჯერად ანგარიში 1:3 იყო. საქართველოს ნაკრებში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
რაც შეეხება გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთს კი დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრებში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პორტუგალიასთან მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0