https://sputnik-georgia.com/20240627/20------288633743.html
2:0 - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
2:0 - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება. 27.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-27T00:54+0400
2024-06-27T00:54+0400
2024-06-27T01:11+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288622731_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_b9d0fbbb3989d4eb9ad4e5133db3874f.jpg
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.პირველ ტაიმში ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში.ქართველი ფეხბურთელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდნენ. დაცვის ფლანგისა და ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თავგანწირულმა თამაშმა პორტუგალიას ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. მეტიც, პორტუგალიის კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათიც კი მიიღო.მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი. საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება.საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მიქაუტაძის წყალობით მოიპოვა საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი ისტორიული ქულა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1a/288622731_260:0:2991:2048_1920x0_80_0_0_d36ce5bc269fd596c37e9a660eeb534b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
2:0 - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
00:54 27.06.2024 (განახლებულია: 01:11 27.06.2024) საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში.
ქართველი ფეხბურთელები მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში უტევდნენ. დაცვის ფლანგისა და ეროვნული ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის თავგანწირულმა თამაშმა პორტუგალიას ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა. მეტიც, პორტუგალიის კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათიც კი მიიღო.
მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მიქაუტაძის წყალობით მოიპოვა საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი ისტორიული ქულა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.