წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი: სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესებაზე აფრთხილებენ

© Sputnik / STRINGERწვიმიანი ბათუმი
წვიმიანი ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
თბილისი, 26 ივნისი— Sputnik. საქართველოს ცალკეულ რეგიონებში26 ივნისის დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
კერძოდ, სინოპტიკოსების პროგნოზით, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა.
უწყების ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც დროგამოშვებით ძლიერი ქარია ნავარაუდევი.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
ყველა ახალი ამბავი
0