https://sputnik-georgia.com/20240626/saqartvelo-portugalias-daupirispirdeba-288599709.html
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პოტუგალიასთან გამართავს
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პოტუგალიასთან გამართავს
Sputnik საქართველო
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება 26.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-26T11:00+0400
2024-06-26T11:00+0400
2024-06-26T11:00+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/14/288518061_0:114:2048:1266_1920x0_80_0_0_c20b05711c9815d39d22a1e97ab2a631.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს, ეროვნული ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. საქართველო-პორტუგალიის მატჩის პარალელურად დღეს ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.ევრო 2024-ზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ საქარველოს ნაკრების აქტივში ერთი ქულაა, რაც ეროვნული გუნდისთვის პორტუგალიასთან მოგების დიდი მოტივაციაა.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გელზენკირხენის „ფელტინს-არენაზე" პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2024-ის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა სცენარით და ხარისხით ორი თამაში ჩაატარა თურქეთთან და ჩეხეთთან. პირველ მატჩში ფრე ანგარიშისთვის იღბალი დაგვაკლდა, თან მატჩის მიწურულს მოწინააღმდეგემ ცარიელ კარში გოლიც გაიტანა. ჩეხეთთან დაპირისპირებაში კი, პირიქით, მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და გიორგი მიქაუტაძის რეალიზებული პენალტი დაეხმარა გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული სადებიუტო ქულის მოპოვებაში.ყველა მოთამაშე, მათ შორის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში (3:1) მიღებული ტრავმის გამო ევრო 2024-ის პირველი ორი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშობს და მზადაა საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმაროს.საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დღემდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 2008 წელს ამხანაგურ მატჩში პორტუგალიამ საქართველო ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ნაკრები მეექვსე ადგილზე, საქართველოს ნაკრები კი 74-ე ადგილზეა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/14/288518061_105:0:1944:1379_1920x0_80_0_0_4f0124d21ec7633e42e02a70c365babc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს პოტუგალიასთან გამართავს
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს, ეროვნული ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველო-პორტუგალიის მატჩის პარალელურად დღეს ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
ევრო 2024-ზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ საქარველოს ნაკრების აქტივში ერთი ქულაა, რაც ეროვნული გუნდისთვის პორტუგალიასთან მოგების დიდი მოტივაციაა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებამდე გელზენკირხენის „ფელტინს-არენაზე" პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2024-ის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსიც კი იქნება, ჩვენ ამას გამოვიყენებთ. აქ ყოფნა - დიდი გამარჯვებაა. ვინმეს ადრე რომ ეთქვა ჩემთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება, ვერ დავიჯერებდი“, - განაცხადა სანიოლმა.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა სცენარით და ხარისხით ორი თამაში ჩაატარა თურქეთთან და ჩეხეთთან. პირველ მატჩში ფრე ანგარიშისთვის იღბალი დაგვაკლდა, თან მატჩის მიწურულს მოწინააღმდეგემ ცარიელ კარში გოლიც გაიტანა. ჩეხეთთან დაპირისპირებაში კი, პირიქით, მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში და გიორგი მიქაუტაძის რეალიზებული პენალტი დაეხმარა გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული სადებიუტო ქულის მოპოვებაში.
ყველა მოთამაშე, მათ შორის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში (3:1) მიღებული ტრავმის გამო ევრო 2024-ის პირველი ორი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშობს და მზადაა საქართველოს ნაკრებს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმაროს.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დღემდე მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს - 2008 წელს ამხანაგურ მატჩში პორტუგალიამ საქართველო ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ნაკრები მეექვსე ადგილზე, საქართველოს ნაკრები კი 74-ე ადგილზეა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.