https://sputnik-georgia.com/20240626/parlamenti-uzenaesi-sasamartlos-mosamartleebs-daamtkicebs-288604206.html
უზენაესი სასამართლო ახალი მოსამართლეებით შეივსება: ვინ უჭერს მხარს და ვინ არა კანდიდატებს
უზენაესი სასამართლო ახალი მოსამართლეებით შეივსება: ვინ უჭერს მხარს და ვინ არა კანდიდატებს
Sputnik საქართველო
კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ 26.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-26T15:34+0400
2024-06-26T15:34+0400
2024-06-26T15:34+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715127_0:74:3510:2048_1920x0_80_0_0_25154fb7d2bd14e960359056139869f0.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სამ ახალ მოსამართლეს კენჭს უყრიან - კანდიდატებს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ მხარს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი ე.წ. კლანთან არიან დაკავშირებული.მოსამართლეობის სამივე კანდიდატს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი 20 ივნისს დაუჭირა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერას აპირებენ. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალი მოსამართლეების არჩევა აუცილებელია სასამართლო სისტემის სრული ფუნქციონირებისთვის.საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პარლამენტის სხდომას, კომიტეტის სხდომის მსგავსად, ბოიკოტის გამო არ დაესწრება.„კლანი ძლიერდება მაშინ, როცა ცხრაპუნქტიანი პირობით შეთავაზება იყო, მაღალი რეპუტაციის მქონე სანდო ადამიანები ყოფილიყო წარმოდგენილი, პირიქით ხდება, კლანის წევრებით ხდება სასამართლო სისტემის გაძლიერება", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.იმისთვის, რომ მოსამართლეები გახდნენ, კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემოუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა 2023 წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264715127_565:0:3296:2048_1920x0_80_0_0_a7fab7ba1cb07ea6ddb30164563de82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
უზენაესი სასამართლო ახალი მოსამართლეებით შეივსება: ვინ უჭერს მხარს და ვინ არა კანდიდატებს
კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სამ ახალ მოსამართლეს კენჭს უყრიან - კანდიდატებს უმრავლესობის წარმომადგენლები უჭერენ მხარს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი ე.წ. კლანთან არიან დაკავშირებული.
მოსამართლეობის სამივე კანდიდატს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი 20 ივნისს დაუჭირა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები მოსამართლეობის კანდიდატების მხარდაჭერას აპირებენ. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალი მოსამართლეების არჩევა აუცილებელია სასამართლო სისტემის სრული ფუნქციონირებისთვის.
„პლენარულ სხდომაზე მოხდება წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ მათი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმდინარეობდა და თითოეული კანდიდატის გარშემო დასმული კითხვებიც, მათ ხედვებიც და პოზიციებიც იქნა მოსმენილი. სასამართლო სისტემა რომ სრულყოფილად ფუნქციონირებდეს მნიშვნელოვანია, ყველა ვაკანსია იყოს შევსებული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების უმეტესობა პარლამენტის სხდომას, კომიტეტის სხდომის მსგავსად, ბოიკოტის გამო არ დაესწრება.
„კლანი ძლიერდება მაშინ, როცა ცხრაპუნქტიანი პირობით შეთავაზება იყო, მაღალი რეპუტაციის მქონე სანდო ადამიანები ყოფილიყო წარმოდგენილი, პირიქით ხდება, კლანის წევრებით ხდება სასამართლო სისტემის გაძლიერება", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
იმისთვის, რომ მოსამართლეები გახდნენ, კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.
შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.
ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა 2023 წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.
სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.