კვარაცხელიამ პორტუგალიასთან მატჩის მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა

© Courtesy of Georgian Football Federation ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
ევრო 2024-ის პლეი-ოფში გასასვლელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვება სჭირდება
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩის მეორე წუთზე პირველი გოლი გაიტანა.
ევრო 2024-ის პლეი-ოფში გასასვლელად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვება სჭირდება.
ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ საქარველოს ნაკრების აქტივში ერთი ქულაა, რაც ეროვნული გუნდისთვის პორტუგალიასთან მოგების დიდი მოტივაციაა.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ორივე მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - სწორედ მიქაუტაძის წყალობით მოიპოვა საქართველომ ევრო 2024-ზე პირველი ისტორიული ქულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველო-პორტუგალიის მატჩის პარალელურად დღეს ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0