კვარაცხელია - პორტუგალიასთან მატჩში მოედანზე მოსაგებად გავალთ

© Courtesy of Nakrebiხვიჩა კვარაცხელია და ვილი სანიოლი
ხვიჩა კვარაცხელია და ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2024
გამოწერა
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან რთული თამაში ელოდება, მაგრამ თუ გუნდს გამარჯვების ერთი პროცენტი მაინც ექნება, იგი მას აუცილებლად გამოიყენებს, განაცხადა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
„რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო", - განაცხადა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ნაკრები მეტოქის შესაძლებლობებს შესაბამისად აფასებს, თუმცა, ზოგადად, საქართველოს არ აინტერესებს ვის წინააღმდეგ ითამაშებს. ამ შემართებით გავიდნენ ფეხბურთელები მინდორზე წინა ორ შეხვედრაში თურქეთთან (1:3) და ჩეხეთთან (1:1).
„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს პორტუგალიის ნაკრებში“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელმა ასევე დასძინა, რომ ბედნიერია მისი ბავშვობის კერპ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობით.
„იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა", - განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი 18 ივნისს თურქეთთან გამართა (1:3). მეორე მატჩი კი 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0