https://sputnik-georgia.com/20240626/cesko-saarchevno-teqnologiebis-demonstrirebas-iwyebs-288613005.html
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
Sputnik საქართველო
ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებამდე წლინახევრით ადრე... 26.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-26T18:09+0400
2024-06-26T18:09+0400
2024-06-26T19:00+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123810_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_1dbb0729377dadf66ccea4207ff2df9f.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაცია 6 ივლისიდან ამომრჩეველთა ინფორმირების შემდგომ - კენჭისყრის პროცესის იმიტაციის ეტაპზე გადადის, განაცხადეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში.პროექტი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. შეხვედრები 6-28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11:00 -18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.ახალ პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 400 ათასი ამომრჩეველი იყო ინფორმირებული, გაიმართა 3 ათასზე მეტი შეხვედრა.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260123810_103:255:901:854_1920x0_80_0_0_f5cdf11aa0da820db5a3a9914f39d5d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
18:09 26.06.2024 (განახლებულია: 19:00 26.06.2024) ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო - ამ დროისათვის 3 ათასზე მეტი შეხვედრა ჩატარდა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო ადმინისტრაცია 6 ივლისიდან ამომრჩეველთა ინფორმირების შემდგომ - კენჭისყრის პროცესის იმიტაციის ეტაპზე გადადის, განაცხადეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სამსახურში.
პროექტი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. შეხვედრები 6-28 ივლისის პერიოდში, ყოველ შაბათ-კვირას 11:00 -18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება.
პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, თბილისსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში მდებარე წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე განხორციელდება.
2024 წლის 26 ივნისიდან მსურველებმა ელექტრონული წესით უნდა გაიარონ რეგისტრაცია
ბმულზე და აირჩიონ სასურველი თარიღი და დრო. დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კონტაქტ - ჰაბის ნომერზე 2 51 00 51.
ახალ პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ვისაც უკვე არაერთხელ მიღებული აქვს მონაწილეობა ცესკოს სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიებაში.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების შესახებ 400 ათასი ამომრჩეველი იყო ინფორმირებული, გაიმართა 3 ათასზე მეტი შეხვედრა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.