https://sputnik-georgia.com/20240625/tbilisshi-matchis-gulshematkivrebs-avtobusebi-moemsaxureba-288580639.html
საქართველო-პორტუგალია: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
საქართველო-პორტუგალია: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
Sputnik საქართველო
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T17:49+0400
2024-06-25T17:49+0400
2024-06-25T17:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ევრო-2024
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288480144_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_b8352ef7e755c85700c27fbb187ec8fd.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.ევრო 2024-ზე პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა - მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი ამჯერადაც გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288480144_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_73a1eab32f9794e9dbe4faaccfcfb87c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო-პორტუგალია: თბილისში ქომაგებს ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის ღია ჩვენებას ამჯერადაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან.
მერიის ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.
თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ევრო 2024-ზე პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა - მეტოქის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი ამჯერადაც გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.