https://sputnik-georgia.com/20240625/ra-donis-ziani-miakena-qarma-alaverdis-monasters-288595871.html
რა დონის ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა ალავერდის მონასტერს? სააგენტოს განმარტება
რა დონის ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა ალავერდის მონასტერს? სააგენტოს განმარტება
Sputnik საქართველო
ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T23:22+0400
2024-06-25T23:22+0400
2024-06-25T23:22+0400
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/28/240232882_0:101:2048:1253_1920x0_80_0_0_894f7bc54a6c08d27c52d17489d53d90.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა.ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა - ქარმა მოგლიჯა ხეები, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24023/28/240232882_122:0:1926:1353_1920x0_80_0_0_5b257ce0a9088335c5334feb79220e87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
რა დონის ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა ალავერდის მონასტერს? სააგენტოს განმარტება
ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სტიქიის შედეგად ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საათის წინ ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის ტაძარი დაზიანდა.
ადგილობრივების თქმით, ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთს გაგრძელდა - ქარმა მოგლიჯა ხეები, რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ქარის შედეგად მსუბუქი ავტომობილიც კი ამოტრიალდა.
„სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.