https://sputnik-georgia.com/20240625/opoziciam-ertianobis-deklaraciaze-xeli-moawera-288591782.html
ერთიანობის დეკლარაცია - ოპოზიციის წინასაარჩევნო ინიციატივა და „ქართული ოცნების" რეაქცია
ერთიანობის დეკლარაცია - ოპოზიციის წინასაარჩევნო ინიციატივა და „ქართული ოცნების" რეაქცია
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და თვლიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T19:12+0400
2024-06-25T19:12+0400
2024-06-25T19:12+0400
საქართველო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/59/246415952_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_148a4743b62729dd17a59df6d3d5f14f.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალების გაერთიანების კიდევ ერთ მცდელობას ახორციელებს, ხელისუფლების ოპონენტებს ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა მარცხისთვის არის განწირული.ამ დროისთვის ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერა ექვსმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე დიდმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ახალი“. დეკლარაციის ხელმომწერები მთავარ მიზნად მიიჩნევენ სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან განთავისუფლებას და საქართველოს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას. ამ მიზნების მისაღწევად კი ოპოზიციური პარტიები აპირებენ გაერთიანებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია და მიუთითებს ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად, აღნიშნა ბოკუჩავამ.ამასთან, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები გაერთიანდებიან „ქართული ქარტიისა“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის მიზნების ირგვლივ.მაისის ბოლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა ოპოზიციაში გადავიდა.ოპოზიციის წარმომადგენლები ვერაფერს მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ დამარცხდებიან 26 ოქტომბერს არჩევნებში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეეცდებიან შექმნან ე.წ. მესამე ძალა, რომელსაც შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამ ეტაპზე ბარიერის გადალახვის შანსები მარტი „ნაცმოძრაობას" აქვს და ამიტომაც, ყოველივე ეს ამას ემსახურება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.საპარლამენტო არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24641/59/246415952_237:0:2908:2003_1920x0_80_0_0_c26a1c4b8c675e7d7429bb880926fc7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ერთიანობის დეკლარაცია - ოპოზიციის წინასაარჩევნო ინიციატივა და „ქართული ოცნების" რეაქცია
ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და თვლიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართული ოპოზიცია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ძალების გაერთიანების კიდევ ერთ მცდელობას ახორციელებს, ხელისუფლების ოპონენტებს ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი დარწმუნებულია, რომ მათი ძალისხმევა მარცხისთვის არის განწირული.
ამ დროისთვის ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერა ექვსმა პარტიამ, მათ შორის ყველაზე დიდმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ახალი“.
დეკლარაციის ხელმომწერები მთავარ მიზნად მიიჩნევენ სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან განთავისუფლებას და საქართველოს ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას. ამ მიზნების მისაღწევად კი ოპოზიციური პარტიები აპირებენ გაერთიანებას და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.
„ერთიანობა აუცილებელია ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად დასაბრუნებლად", - განაცხადა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია და მიუთითებს ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად, აღნიშნა ბოკუჩავამ.
ამასთან, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები გაერთიანდებიან „ქართული ქარტიისა“ და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტიის მიზნების ირგვლივ.
მაისის ბოლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება - 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. ქარტიაში ნათქვამია, რომ ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს.
„ვის ატყუებენ? მადამ პრეზიდენტმა მესიჯი მიიღო პატრონებისგან იმის თაობაზე, რომ მან უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ეს ქალბატონი ასრულებს ამას. ისინი თავიდან ბოლომდე „ნაცები" ან “ნეონაცები” არიან", - განაცხადა „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა, ახლა ოპოზიციაში გადავიდა.
„ეს ძალიან კარგი პროცესია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ესენი. ერთი ორი პარტია დააკლდათ, ისინიც გაერთიანდებიან და ეგ არის. მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება 2024 წლის ოქტომბერში. ერთ მხარეს იქნებიან რადიკალები... მეორე მხარეს ვიქნებით ჩვენ - მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, უვიზო რეჟიმის და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის, კანდიდატის სტატუსის გარანტორები", - განაცხადა ზარქუამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ვერაფერს მიაღწევენ, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ დამარცხდებიან 26 ოქტომბერს არჩევნებში, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეეცდებიან შექმნან ე.წ. მესამე ძალა, რომელსაც შეუძლია 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ამ ეტაპზე ბარიერის გადალახვის შანსები მარტი „ნაცმოძრაობას" აქვს და ამიტომაც, ყოველივე ეს ამას ემსახურება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.