https://sputnik-georgia.com/20240625/mindvris-xanzrebis-prevenciistvis-kaxetshi-savele-operaciebis-shtabi-gaixsna-288581619.html
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
Sputnik საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, ტყის ან ველის სიახლოვეს არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T16:13+0400
2024-06-25T16:13+0400
2024-06-25T16:13+0400
საქართველო
საგანგებო სიტუაცია თბილისში - მიმდინარეობს სპეცოპერაცია 2020
საზოგადოება
კახეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285357720_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_b2c7a4ecc9e8221edb474f4657f26a6d.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, კახეთის რეგიონში მარცვლეულის აღების პროცესში ხშირ შემთხვევაში იზრდება მინდვრის ხანძრების რისკი და ამას უკავშირდება რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზებაც.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1f/285357720_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f90d7e797fb98ef22fe6637e80f87021.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საგანგებო სიტუაცია თბილისში - მიმდინარეობს სპეცოპერაცია 2020, საზოგადოება, კახეთი , ახალი ამბები
საქართველო, საგანგებო სიტუაცია თბილისში - მიმდინარეობს სპეცოპერაცია 2020, საზოგადოება, კახეთი , ახალი ამბები
მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით კახეთში საველე ოპერაციების შტაბი გაიხსნა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, ტყის ან ველის სიახლოვეს არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კახეთის რეგიონში მარცვლეულის აღების პროცესში ხშირ შემთხვევაში იზრდება მინდვრის ხანძრების რისკი და ამას უკავშირდება რეგიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების დამატებითი მობილიზებაც.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაძლიერებული მონიტორინგის მიზნით დამატებითი ძალების მობილიზება როგორც სპეცტექნიკის, ასევე ცოცხალი ძალის საშუალებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოშიც მოახდინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ტყისა და მინდვრის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.