https://sputnik-georgia.com/20240625/kiteishvili-portugaliastan-matchshi-itamashebs-288594062.html
საქართველო ევრო 2024-ზე - კიტეიშვილი პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს
საქართველო ევრო 2024-ზე - კიტეიშვილი პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს
Sputnik საქართველო
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T22:23+0400
2024-06-25T22:23+0400
2024-06-25T22:23+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288592571_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_c5125ed884bfa1b3409efe0874ad0df7.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში (3:1) მიღებული ტრავმის გამო ევრო 2024-ის პირველი ორი მატჩი გამოტოვა, ძალები აღიდგინა და პორტუგალიასთან მატჩში გუნდს დაეხმარება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.28 წლის კიტეიშვილი ხვალინდელი მატჩისთვის დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად უკვე ვარჯიშობს, მანამდე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.25 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩის წინ, „არენა აუფშალკეს" სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ კი 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება აკრედიტებული მედიისთვის.22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288592571_32:0:1125:820_1920x0_80_0_0_c6557ef4f7c608ea94a7375b2da649b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო ევრო 2024-ზე - კიტეიშვილი პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს
საქართველო-პორტუგალიის მატჩი, რომელიც ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების ბედს გადაწყვეტს, 26 ივნისს გაიმართება
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში (3:1) მიღებული ტრავმის გამო ევრო 2024-ის პირველი ორი მატჩი გამოტოვა, ძალები აღიდგინა და პორტუგალიასთან მატჩში გუნდს დაეხმარება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
28 წლის კიტეიშვილი ხვალინდელი მატჩისთვის დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად უკვე ვარჯიშობს, მანამდე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
25 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩის წინ, „არენა აუფშალკეს" სტადიონზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ კი 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრები ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება აკრედიტებული მედიისთვის.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.