https://sputnik-georgia.com/20240625/gwp-tbilisis-wkalmomarageba-srulad-agdga-288583083.html
GWP: თბილისის წყალმომარაგება სრულად აღდგა
GWP: თბილისის წყალმომარაგება სრულად აღდგა
Sputnik საქართველო
მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T15:00+0400
2024-06-25T15:00+0400
2024-06-25T15:00+0400
საქართველო
gwp
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288464698_0:271:1705:1230_1920x0_80_0_0_264dd051b753dcfdfcad16720ce4f962.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია, რამაც შესაძლებელი გახადა აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების განახლება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებაში.ავარია სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე 16 ივნისის დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. 17-24 ივნისის პერიოდში თბილისის ზოგიერთი რაიონის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგება 24 ივნისის საღამოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქსელი წყლით აივსო, GWP-ის ტექნიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის მონიტორინგი აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს. მომხდარი ფაქტის გამო წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 18 ივნისისთვის 63,4 ათას აბონენტამდე, 20 ივნისისთვის კი58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებდნენ. მცხეთაში წყალმომარაგების პრობლემა აღმოიფხვრა.კომპანიის ცნობით, მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288464698_0:111:1705:1389_1920x0_80_0_0_0f02dc681baa334e6cf29e61c72c1f8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
GWP: თბილისის წყალმომარაგება სრულად აღდგა
მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია, რამაც შესაძლებელი გახადა აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების განახლება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) განცხადებაში.
ავარია სოფელ წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილზე 16 ივნისის დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. 17-24 ივნისის პერიოდში თბილისის ზოგიერთი რაიონის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა.
წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგება 24 ივნისის საღამოს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქსელი წყლით აივსო, GWP-ის ტექნიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის მონიტორინგი აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად.
დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს. მომხდარი ფაქტის გამო წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 18 ივნისისთვის 63,4 ათას აბონენტამდე, 20 ივნისისთვის კი58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებდნენ. მცხეთაში წყალმომარაგების პრობლემა აღმოიფხვრა.
კომპანიის ცნობით, მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.