https://sputnik-georgia.com/20240625/azerbaijanshi-karantinis-rejimi-gagrzelda-288592739.html
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი. 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T21:52+0400
2024-06-25T21:52+0400
2024-06-25T21:52+0400
მსოფლიო დღეს
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
covid-19
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/38/247833824_0:0:1441:810_1920x0_80_0_0_f131c7eb394075639402e1198aad11a5.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. საკარანტინო რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, მათ შორის საქართველოსთან.აზერბაიჯანის მთავრობამ 2023 წლის მარტში გააუქმა განსაკუთრებულ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები: აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლა ნებადართული გახდა უცხოეთის ქვეყნების ყველა მოქალაქისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.როგორც მანამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო საქართველომ 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ დონეს ვეღარ დაუბრუნდა. მისი თქმით, ეს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტია და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველომ ტურისტული ნაკადების სრულად აღდგენა ვერ შეძლო. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24783/38/247833824_0:0:1281:961_1920x0_80_0_0_832b7d1493e14d42cb50a5646839e4c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, covid-19, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, covid-19, ახალი ამბები
აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი გაგრძელდა
აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გაახანგრძლივა, იუწყება
„Sputnik-აზერბაიჯანი".
შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. საკარანტინო რეჟიმი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, მათ შორის საქართველოსთან.
აზერბაიჯანის მთავრობამ 2023 წლის მარტში გააუქმა განსაკუთრებულ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვები: აზერბაიჯანში საჰაერო გზით შესვლა ნებადართული გახდა უცხოეთის ქვეყნების ყველა მოქალაქისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივად მცხოვრები სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.
როგორც მანამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო საქართველომ 1,5 მილიონზე მეტი ტურისტი დაკარგა და პანდემიამდელ დონეს ვეღარ დაუბრუნდა.
მისი თქმით, ეს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ეკვივალენტია და სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საქართველომ ტურისტული ნაკადების სრულად აღდგენა ვერ შეძლო.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.