საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა აღკვეთეს

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო წონამ 115,64 გრამი შეადგინა, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 25.444,84 ლარი.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0