https://sputnik-georgia.com/20240624/ra-xdeba-uzravi-qonebis-bazarze-tbilisshi-maisis-monacemebi-288564632.html
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
Sputnik საქართველო
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო. 24.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-24T10:29+0400
2024-06-24T10:29+0400
2024-06-24T10:29+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b93914bd1e375a2bddc86a8489165b91.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში. კვლევის თანახმად, 2024 წლის მაისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა და 3,1 ათასი ბინა შეადგინა. ჯამურად 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თბილისში 15.920 ბინა გაიყიდა, რაც წლიური 0,8%-იანი ზრდაა.ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მაისში ბაზრის მოცულობა წელიწადში 5,2%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.მთაწმინდის, ვაკისა და ვაშლიჯვრის რაიონებში კი გაყიდვები ყველაზე დაბალია.ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_96431c1d4a2ece2359f264fcce99e27a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, თბილისი დღეს, ახალი ამბები
რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე თბილისში - კვლევის შედეგები
დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის მაისში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ფასები კი 2023 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
კვლევის თანახმად, 2024 წლის მაისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით შემცირდა და 3,1 ათასი ბინა შეადგინა.
კლება მაისში უქმე დღეების სიმრავლემ და ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ გამოიწვია, განმარტავენ კომპანიაში.
ჯამურად 2024 წლის პირველ ხუთ თვეში თბილისში 15.920 ბინა გაიყიდა, რაც წლიური 0,8%-იანი ზრდაა.
ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების ფონზე, მაისში ბაზრის მოცულობა წელიწადში 5,2%-ით შემცირდა და 229,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წლის მაისში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.
მთაწმინდის, ვაკისა და ვაშლიჯვრის რაიონებში კი გაყიდვები ყველაზე დაბალია.
ანალიტიკოსების აზრით, მარტში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ღირებულებამ კვადრატულ მეტრზე 9,9 დოლარი შეადგინა და შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დღეისთვის ბინების 50% გაყიდულია იმ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელთა მშენებლობაც 2023-2024 წელს დაიწყო.