ქვრივიშვილი: დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ მოლაპარაკება ოპტიმისტურია

© Пресс-служба ОАК / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარი პრიორიტეტულია საქართველოს ტურიზმისა და ავიაციისთვის.
თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მოლაპარაკება დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე პოზიტიური შედეგით დასრულდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშილიმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საქართველო აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძეც ესწრებოდა.
მინისტრის მოადგილემ ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობისთვის. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დაწყებით და აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანულ ავიაკომპანიებთან ამ მიმართულებით.
„საქართველოს ავიაციის ბაზარი ზრდადია, განსაკუთრებით, ევროპის მიმართულებების ხარჯზე. ჩვენი ინტერესია, რომ ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებს შორის ბრიტანეთიც ვიხილოთ, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო ბრიტანულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების პარალელურად, განიხილავს ბრიტანეთის ბაზარზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის გამართვასაც საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიაფრენების დაწყების მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდება, რაც ორივე ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საავიაციო სექტორი ზრდადი დინამიკით ხასიათდება, კერძოდ, ყოველწლიურად მატულობს მგზავრთნაკადი, რეკორდულია ქვეყანაში შესრულებული ფრენების რაოდენობა და მიმართულებები.
2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მსოფლიოსთან სხვადასხვა მიმართულებით 13,6 ათასი რეისი დააკავშირებს.
ფრენების უმეტესობა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე ევროპის ქვეყნებში 2.480 რეისი განხორციელდება.
მეორე ადგილზეა სპარსეთის ყურის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ომანი, კუვეიტი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნებს საქართველოსთან 2.255 რეისი დააკავშირებს.
მესამე ადგილს რუსეთი იკავებს. ივნისიდან ოქტომბრამდე საქართველოს ამ ქვეყანასთან 1.761 რეისი დააკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0