https://sputnik-georgia.com/20240624/papuashvili-opoziciam-parlamentis-sxdomebs-boikoti-ar-unda-gamoucxados-288574458.html
პაპუაშვილი: ოპოზიციამ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს
პაპუაშვილი: ოპოზიციამ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს
Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე წერილი იყო იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას. 24.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-24T21:00+0400
2024-06-24T21:00+0400
2024-06-24T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402764_0:82:3000:1770_1920x0_80_0_0_0c21d369fb14e207b24d604868d93ce4.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტის შეწყვეტისა და პლენარულ სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდა.ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ლელო საქართველოსთვის", „მოქალაქეებმა" „ევროოპტიმისტებმა" დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ ჩარკვიანმა, სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კანონმდებლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გახდა.მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე წერილი იყო იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას.14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრშ8ი დარეგისტრირებასა და დეკლარაციის ყოევლწლიურად შევსებას ავალდებულებს. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სკანდალურ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა, მმართველმა პარტიამ იგი დაძლია.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24640/27/246402764_266:0:2735:1852_1920x0_80_0_0_04c9353d51d8d7cff669e8e9062f3839.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ოპოზიციამ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს
პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე წერილი იყო იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტის შეწყვეტისა და პლენარულ სხდომებზე დასწრებისკენ მოუწოდა.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკურმა ჯგუფებმა „ლელო საქართველოსთვის", „მოქალაქეებმა" „ევროოპტიმისტებმა" დამოუკიდებელმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, არმაზ ახვლედიანმა, თამარ ჩარკვიანმა, სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კანონმდებლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება გახდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს. ეს მათი სამსახურია, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე წერილი იყო იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომებზე დასწრებას.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს არასწორი პრაქტიკაა, როდესაც საკითხის მითითების გარეშე, მოჭრილად უარი იწერება სესიაზე დასწრებაზე, რაც არ არის ე.წ. ბოიკოტის არსი. თითქმის არსად, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილ რეგლამენტებში, არსად არ არის ბოიკოტის წესი, რომელიც, მით უმეტეს, ჩვენთან უბრალოდ გაცდენის საბაბად არის ქცეული ზოგი ოპოზიციის ხელში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრშ8ი დარეგისტრირებასა და დეკლარაციის ყოევლწლიურად შევსებას ავალდებულებს. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა მისცა 30-მა.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სკანდალურ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა, მმართველმა პარტიამ იგი დაძლია.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.