https://sputnik-georgia.com/20240624/kavelashvili-saqartvelos-portugliastan-gamarjvebis-shansi-aqvs-288572990.html
დეპუტატი: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსები აქვს
დეპუტატი: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსები აქვს
Sputnik საქართველო
როგორც დებიუტანტებმა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველა გააოცეს და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშეს, განაცხადა ყაველაშვილმა 24.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-24T21:42+0400
2024-06-24T21:42+0400
2024-06-24T21:42+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/16/288549300_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_29ed18622951c744cbce7ea5b4fa53b1.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ითამაშა და პორტუგალიასთან მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა.ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.თურქებთან თამაშში იყო მომენტები, რომლის რეალიზების შემთხვევაში, ნაკრები ფრე ანგარიშს მიაღწევდა, დასძინა პოლიტიკოსმა.„თუმცა, მართლაც აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე ყველა გააკვირვეს და საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა გუნდს, რომ პირველი შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა", - განაცხადა ყაველაშვილმა.რაც შეეხება ჩეხეთთან შეხვედრას, ყაველაშვილის თქმით, სპეციალისტები აღნიშნავდნენ და რომ მატჩი ურთულესი იქნებოდა, რადგანაც ჩეხეთის ნაკრები ძალიან დისციპლინირებული და ტაქტიკურია, რომელიც მკაცრი დაცვით გამოირჩევა.22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/16/288549300_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_118e3b9ee7ff892dc77b005fdd9c99be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველოს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსები აქვს
როგორც დებიუტანტებმა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ყველა გააოცეს და ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშეს, განაცხადა ყაველაშვილმა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად ითამაშა და პორტუგალიასთან მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" დეპუტატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პარალელურად ჩეხეთის ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს ერთ-ერთი ქულა აქვთ, თურქეთს სამი, პორტუგალიას კი ექვსი.
„ფეხბურთელის პროფესიიდან გამომდინარე ჩვენი ნაკრების მატჩების შეფასებას ყოველთვის ცივი გონებით ვცდილობ. პირველი თამაში თურქეთთან, დებიუტანტის კვალობაზე, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს თამაში რომ არ უნდა წაგვეგო, ამას ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა", - განაცხადა ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
თურქებთან თამაშში იყო მომენტები, რომლის რეალიზების შემთხვევაში, ნაკრები ფრე ანგარიშს მიაღწევდა, დასძინა პოლიტიკოსმა.
„თუმცა, მართლაც აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე ყველა გააკვირვეს და საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა გუნდს, რომ პირველი შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა", - განაცხადა ყაველაშვილმა.
რაც შეეხება ჩეხეთთან შეხვედრას, ყაველაშვილის თქმით, სპეციალისტები აღნიშნავდნენ და რომ მატჩი ურთულესი იქნებოდა, რადგანაც ჩეხეთის ნაკრები ძალიან დისციპლინირებული და ტაქტიკურია, რომელიც მკაცრი დაცვით გამოირჩევა.
„რადგან ორივე გუნდს გვჭირდებოდა გამარჯვება, ჩეხებმაც შეცვალეს ტაქტიკა და უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშეს ჩვენთან, ვიდრე - პორტუგალიასთან. მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ჩვენი მეკარე გიორგი მამარდაშვილის მაღალი დონის თამაშს... საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია და რაც მთავარია, პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
ევრო 2024-ზე კი პირველი მატჩი ეროვნულმა ნაკრებმა 18 ივნისს თურქეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დაასრულა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.