https://sputnik-georgia.com/20240624/cagareishvils-deputatis-uplebamosilebis-shewkvetas-mxari-dauchira-288568953.html
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 24.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-24T15:00+0400
2024-06-24T15:00+0400
2024-06-24T16:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23052/78/230527889_0:18:1000:581_1920x0_80_0_0_9b77c2fc62a3d36620dd1ae0a23186c3.jpg
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.კენჭისყრის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ცაგარეიშვილს წარმატებები უსურვა.გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.2004-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.ცაგარეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.2017-2018 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23052/78/230527889_101:0:900:599_1920x0_80_0_0_28b752ac637453250f37727ba8335517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
15:00 24.06.2024 (განახლებულია: 16:00 24.06.2024) ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
დეპუტატის უფლებამოსილების საკითხის შეჩერება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი 19 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
კენჭისყრის დაწყებამდე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ცაგარეიშვილს წარმატებები უსურვა.
„რადგან გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე, მას კანონით შეუთავსებლობა აქვს პარლამენტის წევრობასთან. წარმატებები ვუსურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პარლამენტის პირველივე პლენარულ სხდომაზე გავა.
გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.
2004-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.
ცაგარეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო.
2017-2018 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.