საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

© Georgian Post საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2024
გამოწერა
კონკურსის მიზანი უცვლელია – თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის ტრადიციის პოპულარიზაცია.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის ეროვნული შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა, იუწყება „საქართველოს ფოსტა“.
2024 წლის საკონკურსო თემა იყო „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე". კონკურსის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაციაა.
კონკურსში მონაწილეობა 9-15 წლის მოზარდებმა მიიღეს. მთლიანობაში, 600-მდე წერილი შევიდა, გამარჯვებული კი სამ ნომინაციაში გამოვლინდა.
პირველი ადგილის მფლობელის წერილი შვეიცარიაში, „მსოფლიო საფოსტო კავშირში" გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.
ღონისძიება საქართველოს ფოსტით ორგანიზებით გაიმართა.
კონკურსის შესახებ
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად კონკურსში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან მილიონობით მოზარდი მონაწილეობს.
ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.
პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. „მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2024 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი, შვეიცარია).
ყველა ახალი ამბავი
0