https://sputnik-georgia.com/20240623/mamardashvili-evro-2024-simbolur-nakrebshi-moxvda-288560953.html
საქართველოს ნაკრების მეკარე ევრო 2024-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების მეკარე ევრო 2024-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
Sputnik საქართველო
გიორგი მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9,8 ქულა დააგროვა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. 23.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-23T16:00+0400
2024-06-23T16:00+0400
2024-06-23T16:00+0400
საქართველო
სპორტი
ევრო-2024
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_7f7a7c0448777ee9b3b37f7a9e30c7f8.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.ქართველი გოლკიპერი საუკეთესოთა შორის სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია. Sofascore-ს მონაცემებით, მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9,8 ქულა დააგროვა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველი იოზუა კიმიხი, რომლის გამოსვლა უნგრეთთან მატჩში 8,9 ქულით შეფასდა.პირველი ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელმაც ევრო 2024-ზე უკვე ორი გოლი გაიტანა - ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან.ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_36:0:1476:1080_1920x0_80_0_0_fb3158d46f5c64781f7e1e900456e90b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ევრო-2024, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ევრო-2024, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ნაკრების მეკარე ევრო 2024-ის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
გიორგი მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9,8 ქულა დააგროვა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და ესპანეთის „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი გოლკიპერი საუკეთესოთა შორის სპორტულმა პორტალმა Sofascore-მა დაასახელა.
22 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა. ჩეხეთის ნაკრებში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, მის ანგარიშზე 11 სეივია.
„მამარდაშვილმა საოცრად ითამაშა და ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა“, - ასე გამოეხმაურა პორტალი ქართველი მეკარის თამაშს ჩეხეთთან მატჩში.
Sofascore-ს მონაცემებით, მამარდაშვილმა 10-ბალიანი სისტემით 9,8 ქულა დააგროვა, რაც ყველა ფეხბურთელს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
მეორე ადგილზეა გერმანიის ნაკრების მარჯვენა მცველი იოზუა კიმიხი, რომლის გამოსვლა უნგრეთთან მატჩში 8,9 ქულით შეფასდა.
პირველი ტურის შედეგებით სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ფორვარდი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძე, რომელმაც ევრო 2024-ზე უკვე ორი გოლი გაიტანა - ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან.
ევრო 2024-ის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.