კახეთის სოფლები 20-წუთიანმა სეტყვამ დააზარალა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2024
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, სტიქიური უბედურების შედეგად რა მასშტაბის ზარალი მიადგა ლაგოდეხის რაიონს.
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 20-წუთიანმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გუშინ მოსულმა სეტყვამ სოფელ შრომასა და ნინიგორში გააანადგურა როგორც ერთწლიანი, ისე მრავალწლიანი ნარგავები, ფერმერების თქმით დაზიანებულია ვენახების 80%.
წინასწარი ინფორმაციით მუნიციპალიტეტში 130 ჰექტრამდე ტერიტორია დაისეტყვა.
ჯერჯერობით უცნობია, სტიქიური უბედურების შედეგად რა მასშტაბის ზარალი მიადგა ლაგოდეხის რაიონს.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
ყველა ახალი ამბავი
0