Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგები დაადასტურა

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისააგენტო Fitch Ratings
სააგენტო Fitch Ratings - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2024
გამოწერა
Fitch-ი საქართველოს მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2024 წელს მოსალოდნელია 5,8%, ხოლო 2025-2026 წლებში - საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო რეიტინგულმა სააგენტო Fitch Ratings-მა დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „სტაბილური".
პერსპექტივის გადახედვა ასახავს ძირითად სარეიტინგო ფაქტორებს - გაზრდილ პოლიტიკურ რისკს, საგარეო ფინანსების შესუსტებას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებას.
პრობლემები კანონთან
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ თავის ანგარიშში აღნიშნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების უარყოფითი გავლენის მაღალი რისკი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვამ და საბოლოო მიღებამ 2024 წლის მაისში პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდა გამოიწვია, რაც მასშტაბურ პროტესტებში გამოიხატა. პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო გაძლიერდეს“, -აღნიშნულია ანგარიშში.

Fitch-ის აზრით, საზოგადოებაში მზარდი პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი შესუსტებული ნდობა, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება საქართველოში სახელმწიფო მმართველობის მაჩვენებლებზე, რაც დიდი ხნის უპირატესობაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. კანონის მიღებამ ასევე მკვეთრად გააუარესა ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან და, შესაძლოა, შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
საგარეო ფინანსების შემცირება
სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის მაისის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 4,6 მილიარდ დოლარამდე, 2023 წლის აგვისტოსდროინდელი პიკური 5,4 მილიარდი დოლარიდან, მიუხედავად მთლიანობაში ხელსაყრელი მაკროეკონომიკური ფონისა.
Fitch-ის აზრით, ეს ასახავს მიმდინარე ანგარიშის უფრო მაღალ დეფიციტს (CAD), უფრო მაღალ წმინდა გადახდას სუვერენული ვალის და 168,7 მილიონი აშშ დოლარის ვალუტის გაყიდვებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარზე გაზრდილი ზეწოლის სამართავად, რომელიც აშშ დოლარის მიმართ 7%-ით გაუფასურდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონის მიღების შემდეგ.
პოლიტიკურმა გაურკვევლობამ, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს ლარსა და რეზერვებზე საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
„Fitch-ის მოლოდინია, რომ 2024-2026 წლებში მიმდინარე საგარეო გადახდების სავალუტო ოპერაციების დაფარვა საშუალოდ 2,6 თვეს შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალია პროგნოზირებულ „BB“ მედიანურ მაჩვენებელზე, რომელიც 4,8 თვეა“, - ნათქვამია ანგარიშში.
Fitch-ის პროგნოზით, 2024 და 2025 წლებში CAD გაიზრდება მშპ-ის 5,1%-მდე 2023 წელს არსებული 4,3%-დან 2023 წელს, რადგანაც კაპიტალისა და მიგრანტების საგანგებო შემოდინება რუსეთიდან და უკრაინიდან დიდწილად შემცირდა, იმპორტი კი გაიზრდება მდგრადი შიდა მოხმარებისა და საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე.
Fitch-ის ვარაუდით, საპროგნოზო პერიოდში CAD თითქმის სრულად დააფინანსებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
ეკონომიკის ზრდა
სააგენტო საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ ზრდას პროგნოზირებს.
„რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან მიგრანტების დიდმა ნაკადმა განაპირობა ეკონომიკაში ღირებულების მდგრადი დამატება, მათ შორის პოტენციური ზრდის ტემპების ხარჯზე, განსაკუთრებით ინტერნეტ -კომუნიკაციების, სამშენებლო და სასტუმროების ბიზნესის სექტორებში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
Fitch ელოდება, რომ ზრდა დარჩება მდგრადი, 2024 წელს 5,8% დონეზე და საშუალოდ 5%-ზე- 2025-26 წლებში, რაც გამოწვეული იქნება შიდა მოხმარებით და კერძო და სახელმწიფო სექტორის ინვესტიციებით.
სხვა მოლოდინები
Fitch-ის ვარაუდით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2023 და 2024 წლებში მშპ-ის 2,5%-დან, ხოლო 2025 წელს- 2,1%-მდე შემცირდება, რაც 3%-იანი დეფიციტის ზღვარზე გაცილებით დაბალია.
სახელმწიფო მმართველობის სექტორის ვალი მშპ-ის მიმართ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის 39,1%-ს შეადგენდა, შიდა ვალი კი მთლიანი მოცულობის 28%-ს.
„Fitch-ის პროგნოზით, ჯამში მშპ სტაბილური დარჩება მშპ-ის 41%-ზე 2024-2026 წლებში (60%-იანი ვალის ზღვარზე საკმაოდ დაბალია), ამასთან, ვალუტის კურსის გაუფასურება ყველაზე დიდი რისკია ვალის დინამიკაზე. საგარეო ვალის დაახლოებით 90% მოდის ორმხრივ და მრავალმხრივ კრედიტორებზე შეღავათიანი პირობებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია გადააჭარბებს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-ს, 2024 წლის ბოლოსთვის 3,8%-მდე და 2025 წლის ბოლოსათვის 4,1%-მდე, რაც ნაწილობრივ ასახავს 2024 წელს ლარის გაუფასურების გავლენას.
„Fitch-ს აქვს მოლოდინი, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შედარებით მკაცრი დარჩება 2025 წლის ბოლომდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტორები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რეიტინგის კლება
Fitch-ს მიაჩნია, რომ რეიტინგის კლება შეიძლება გამოიწვიოს შიდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების მნიშვნელოვანმა გაუარესებამ ეკონომიკური მაჩვენებლებისთვის ან მმართველობისთვის არახელსაყრელი შედეგებით.
გარდა ამისა, ნეგატიურ გავლენას იქონიებს მაკროეკონომიკური პოლიტიკის შესუსტებაც, რომელიც ძირს უთხრის ფულად-საკრედიტო და /ან ფისკალურ პოლიტიკას.
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რეიტინგის ზრდა
სააგენტოს აზრით, საქართველოს რეიტინგის მატებას გამოიწვევს გარე მოწყვლადობის შემცირება, მაგალითად, საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საგარეო ფინანსების პირველი საფეხურის მოხსნა.
რეიტინგზე ასევე დადებითად აისახება რეფორმების განხორციელება, რომლებიც ამყარებს პოლიტიკურ საფუძველს და ამცირებს მოწყვლადობას შოკების მიმართ საშუალოვადიან პერსპექტივაში და მთლიანი სახელმწიფო ვალის მშპ-ის მიმართ შესამჩნევ კლებას, განსაკუთრებით თუ ამას თან ახლავს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის კლება საშუალოვადიან პერსპექტივაში.
ყველა ახალი ამბავი
0