https://sputnik-georgia.com/20240623/dempinguri-gamozieba-shemovida-tu-ara-saqartveloshi-rusetidan-almatura-288563348.html
დემპინგური გამოძიება - შემოვიდა თუ არა საქართველოში რუსეთიდან არმატურა შეღავათიან ფასად?
დემპინგური გამოძიება - შემოვიდა თუ არა საქართველოში რუსეთიდან არმატურა შეღავათიან ფასად?
Sputnik საქართველო
საკითხი ეხება საქართველოში რუსეთსა და ირანში ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ხელოვნურად დაბალ ფასში. 23.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-23T22:16+0400
2024-06-23T22:16+0400
2024-06-23T22:16+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:16:3077:1747_1920x0_80_0_0_0c825ae6d349606f29140388f835a2fb.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) „საქართველოს მრეწველთა ასოციაციის" განცხადება დასაშვებლად ცნო და ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება საქართველოში რუსეთსა და ირანში ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ხელოვნურად დაბალ ფასში.GCCA-ს საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ის დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა.GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ მზარდი იმპორტის პარალელურად, პროდუქციის ერთეულის ფასი კლებადია.2021-2023 წლების პერიოდში საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი. ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.2023 წელს ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას (34,6 მლნ აშშ დოლარს), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს. რუსეთიდან იმპორტმა შეადგინა 86,117 ტონა (50.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1a/264810111_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_b99f258bd8263b3230a92d3d880e60e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ახალი ამბები
დემპინგური გამოძიება - შემოვიდა თუ არა საქართველოში რუსეთიდან არმატურა შეღავათიან ფასად?
საკითხი ეხება საქართველოში რუსეთსა და ირანში ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ხელოვნურად დაბალ ფასში.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ (GCCA) „საქართველოს მრეწველთა ასოციაციის" განცხადება დასაშვებლად ცნო და ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება საქართველოში რუსეთსა და ირანში ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს ხელოვნურად დაბალ ფასში.
GCCA-ს საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ის დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.
განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა.
GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთიდან პროდუქციის იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება. სააგენტო აღნიშნავს, რომ მზარდი იმპორტის პარალელურად, პროდუქციის ერთეულის ფასი კლებადია.
2021-2023 წლების პერიოდში საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი.
ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.
2023 წელს ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას (34,6 მლნ აშშ დოლარს), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს.
რუსეთიდან იმპორტმა შეადგინა 86,117 ტონა (50.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარი.