ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerზემო ლარსი
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2024
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა იზრდება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით შემცირდა და 1 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,9% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-მაისში

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა,%

ექსპორტი

273,1

-2,9

იმპორტი

730,9

-6,2

სულ

1 004,1

-5,3

2024 წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: თითქმის 60 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 38,7 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 27,3 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 14,7 ათასი ტონა ციტრუსი.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-მაისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,%

ღვინო

104,5

51,2

სპირტიანი სასმელები

55,9

176,0

მინერალური წყალი

32,8

18,9

ლიმონათი

23,2

-9,2

დაკონსერვებული ხილი

9,1

259,0

47,7 ათას ტონაზე მეტი მინერალური და მტკნარი წყალი, 23,2 ათასი ტონა წყალი, მათ შორის მინერალური და გაზირებული, შაქრის დანამატების შემცველი, 37ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, დაახლოებით 10,8 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-მაისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 101,5 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2024 წლის იანვარი-მაისში

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა,თ

ნავთობპროდუქტები

210,8

-20,0

გაზი

97,5

17,7

ნახშირბადოვანი ფოლადი

29,3

75,3

ხორბალი დამესლინი

24,5

39,2

ბოთლი და მინის ტარა

18,6

-15,9

რუსეთიდან ასევე შემოვიდა 369,7 ათასი ტონა გაზი, 274,6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 47,8 ათასი ტონა ნახშირბადოვანი ფოლადი (დაუმუშავებელი), ასევე 47,8 ათასი ტონა ბოთლი და მინის ტარა, და ა.შ.
2023 წელს ქვეყნებმა სულ დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 3%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 2,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში შემცირდა 5%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0