https://sputnik-georgia.com/20240622/trepikingis-faqtze-sam-pirs-brali-dauyenes-288547269.html
შშმ პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს
შშმ პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T13:37+0400
2024-06-22T13:37+0400
2024-06-22T13:37+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:155:1280:875_1920x0_80_0_0_ea4357b5a1b6dc878abc4ef3ca0d3d6c.jpg
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული სარგებლის მიღების მიზნით გადმოიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ერთი პირისთვის, რომელმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.სამ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f07b966c46fe1dbead5918d455df59d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
შშმ პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს
ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტზე სამ პირს, აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული სარგებლის მიღების მიზნით გადმოიბირეს და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ, სანაცვლოდ მიღებულ თანხას კი ისაკუთრებდნენ და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდნენ.
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ერთი პირისთვის, რომელმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სამ დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ), რაც 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ერთ სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.