თბილისში 19 წლის ბიჭი ცემით მოკლეს: პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2024
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება დაუმძიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სისხლიანი გარჩევა თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში 15 ივნისს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულებმა 19 წლის შაკო ისაევს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს.
დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად 21 ივნისს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. მათ ბრალი თავდაპირველად საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურატურის ცნობით, სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0