https://sputnik-georgia.com/20240622/saqartvelodan-amerikashi-zaglebis-gadakvanis-axali-wesebi-amoqmeddeba-288546840.html
1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანის ახალი წესი ამოქმედდება
1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანის ახალი წესი ამოქმედდება
Sputnik საქართველო
ახალი წესების თანახმად, სავალდებულო გახდება CDC-ის მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T13:06+0400
2024-06-22T13:06+0400
2024-06-22T13:06+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
აშშ
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252643481_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_84b574f3f707990ed3f65101402909d5.jpg
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით პერიოდულად ცვლის ძაღლების გაყვანის მოქმედ რეგულაციებს.ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა CDC-ის მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით.CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს: მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტას; ცხოველის სახელს, ჯიშს, სქესს, ფერს ან/და რაიმე დამახასიათებელი ნიშანს; დაბადების თარიღს; ISO-ს შესაბამისი მიკროჩიპის ნომერს და მიკროჩიპის იმპლანტაციის თარიღს; ინფორმაციას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ (ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი, ლოტის (სერიის) ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ვაქცინაციის თარიღი, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი); სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან სველი ბეჭდით დამოწმებულ ცოფის სეროლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა CDC-ის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში; ვეტერინარის მიერ ძაღლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ აქტის შევსებასა და ხელმოწერილ დასტურს.აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/16/252643481_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_63cdec66d2c9b019d7acda25296e2f8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ , საზოგადოება, ახალი ამბები
1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანის ახალი წესი ამოქმედდება
ახალი წესების თანახმად, სავალდებულო გახდება CDC-ის მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით პერიოდულად ცვლის ძაღლების გაყვანის მოქმედ რეგულაციებს.
ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა CDC-ის მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.
აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით.
CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს: მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტას; ცხოველის სახელს, ჯიშს, სქესს, ფერს ან/და რაიმე დამახასიათებელი ნიშანს; დაბადების თარიღს; ISO-ს შესაბამისი მიკროჩიპის ნომერს და მიკროჩიპის იმპლანტაციის თარიღს; ინფორმაციას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ (ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი, ლოტის (სერიის) ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ვაქცინაციის თარიღი, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი); სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან სველი ბეჭდით დამოწმებულ ცოფის სეროლოგიური კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარდა CDC-ის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში; ვეტერინარის მიერ ძაღლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ აქტის შევსებასა და ხელმოწერილ დასტურს.
აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი