https://sputnik-georgia.com/20240622/saqartvelo-chexetis-matchi-pred-dasrulda-288552920.html
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ დასრულდა
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ დასრულდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T19:05+0400
2024-06-22T19:05+0400
2024-06-22T19:10+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/16/288550001_0:128:2447:1504_1920x0_80_0_0_2c06244b72e3d816ac366c6c75889701.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა - ეს ქართველი ცენტრალური ფორვარდის მეორე გოლია ევრო 2024-ზე. პირველი გოლი მიქაუტაძემ თურქეთს 18 ივნისს გაუტანა.ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/16/288550001_135:0:2310:1631_1920x0_80_0_0_cfa5dfdcea4c3a5fededb8ef3ecffe4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრედ დასრულდა
19:05 22.06.2024 (განახლებულია: 19:10 22.06.2024) საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა - ეს ქართველი ცენტრალური ფორვარდის მეორე გოლია ევრო 2024-ზე. პირველი გოლი მიქაუტაძემ თურქეთს 18 ივნისს გაუტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.