https://sputnik-georgia.com/20240622/prokuraturam-pulis-gamozalvis-braldebit-erti-piri-daakava-288548488.html
სქესობრივი კავშირის იძულებით დამყარებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
სქესობრივი კავშირის იძულებით დამყარებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T18:00+0400
2024-06-22T18:00+0400
2024-06-22T18:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, ასევე გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ასევე აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება.სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე ნანახი იქნა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები.უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები სხვა შესაძლო დაზარალებულების დადგენის მიზნით.დაკავებულ პირს ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა ( პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) , 181-ე ( გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები ) და 139-ე (სქესობრივი კავშირის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) მუხლებით წარედგინა.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სქესობრივი კავშირის იძულებით დამყარებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, ასევე გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით დაზარალებულს სხვადასხვა დროს თანხები გამოსძალა. ასევე აიძულა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ივნისს დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში ასევე ნანახი იქნა სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის ამსახველი უკანონო ჩანაწერები.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები სხვა შესაძლო დაზარალებულების დადგენის მიზნით.
დაკავებულ პირს ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა ( პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) , 181-ე ( გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები ) და 139-ე (სქესობრივი კავშირის იძულება, სახელის გამტეხი ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით) მუხლებით წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.