https://sputnik-georgia.com/20240622/parlamenti-uzenaesi-sasamartlos-mosamartleebs-daamtkicebs-288547775.html
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს
Sputnik საქართველო
კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T15:49+0400
2024-06-22T15:49+0400
2024-06-22T15:49+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:190:1280:910_1920x0_80_0_0_bee2279d29ac6147146148afae6f7535.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სამ ახალ მოსამართლეს დაამტკიცებენ.მოსამართლეობის სამივე კანდიდატს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი 20 ივნისს დაუჭირა.პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პლენარულ სხდომას, კომიტეტის სხდომის მსგავსად არ დაესწრება - მიზეზი ბოიკოტია. კანდიდატებმა საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა მიიღეს.„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომებს. როგორც ჩანს, მათ ასე ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.იმისთვის, რომ მოსამართლეები გახდნენ, კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემოუზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა 2023 წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275614461_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8a11f04acce96680aeff241bccec2eca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს
კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უახლოეს პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს სამ ახალ მოსამართლეს დაამტკიცებენ.
მოსამართლეობის სამივე კანდიდატს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი 20 ივნისს დაუჭირა.
პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პლენარულ სხდომას, კომიტეტის სხდომის მსგავსად არ დაესწრება - მიზეზი ბოიკოტია. კანდიდატებმა საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა მიიღეს.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ არ ესწრებიან სხდომებს. როგორც ჩანს, მათ ასე ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
იმისთვის, რომ მოსამართლეები გახდნენ, კანდიდატებმა მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა უნდა მიიღონ - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“, ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
ვნებათაღელვა მოსამართლეების გარშემო
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა - საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია.
შედეგად ქვეყანაში მოსამართლეთა შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მოსამართლეთა ნაწილი ახალი წესებით დაინიშნა, ვაკანსიების ნაწილი კი თავისუფალი რჩებოდა, ვინაიდან გადაწყდა კანონმდებლობის დახვეწა.
ვენეციის კომისიამ ბოლომდე არცერთი სიახლე არ მოიწონა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა 2023 წლის ზაფხულში უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა.
სხვა რჩევებს შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და მოსამართლეების მხოლოდ ამის შემდეგ შერჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გაწერილია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაშიც, რომელსაც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით მოეწერა ხელი.