https://sputnik-georgia.com/20240622/mamardashvili-sauketeso-pexburtelad-dasaxelda-288554456.html
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T20:26+0400
2024-06-22T20:26+0400
2024-06-22T20:26+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277075676_0:0:1071:602_1920x0_80_0_0_cbe7a3075d1a6b482e79d67eeacfd9dc.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ფეხბურთის სტატისტიკის ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.Sofascore-ის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9,7 ქულა აქვს.დღეს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოუტანა.ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1a/277075676_70:0:973:677_1920x0_80_0_0_8fe13777ba525c114c195dc79687fea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ფეხბურთის სტატისტიკის ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
Sofascore-ის მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9,7 ქულა აქვს.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და ფრე ანგარიშით 1:1 დაასრულა.
მატჩის პირველ ტაიმში ჩეხეთის ნაკრები კარი გიორგი მიქაუტაძემ აიღო - ფეხბურთელმა გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოუტანა.
ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე შეძლეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.