https://sputnik-georgia.com/20240622/fsi-2024-reitingshi-saqartvelo-dawinaurda-288545734.html
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
Sputnik საქართველო
„მშვიდობის ფონდი“ სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს. 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T14:07+0400
2024-06-22T14:07+0400
2024-06-22T14:07+0400
საქართველო
საქართველო რეიტინგებში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - სარეიტინგო პოზიციის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „მშვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით. რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან.FSI 2024-ის რეიტინგში სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა, შეფასება წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 2012 წელთან შედარებითაც საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში გამორჩეულად მოწინავეა - 2012 წლის რეიტინგში საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა შორის და თავდაპირველ, ანუ 2006 წლის ინდექსთან შედარებით პოზიცია 9 ადგილით ქონდა გაუარესებული.2024 წლის მყიფე ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუდანია, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა, შესაბამისად 179-ე, 178-ე და 177-ე სარეიტინგო ადგილებზე.„მშვიდობის ფონდი“ სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა
„მშვიდობის ფონდი“ სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - სარეიტინგო პოზიციის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „მშვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები
გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით. რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან.
შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.
FSI 2024-ის რეიტინგში სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა, შეფასება წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 2012 წელთან შედარებითაც საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში გამორჩეულად მოწინავეა - 2012 წლის რეიტინგში საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა შორის და თავდაპირველ, ანუ 2006 წლის ინდექსთან შედარებით პოზიცია 9 ადგილით ქონდა გაუარესებული.
2024 წლის მყიფე ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუდანია, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა, შესაბამისად 179-ე, 178-ე და 177-ე სარეიტინგო ადგილებზე.
„მშვიდობის ფონდი“ სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს.