https://sputnik-georgia.com/20240622/evro-2024-saqartvelo-chexets-daupirispirdeba-288545098.html
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ჩეხეთთან გამართავს
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ჩეხეთთან გამართავს
Sputnik საქართველო
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს. 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T11:49+0400
2024-06-22T11:49+0400
2024-06-22T11:49+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288466819_0:114:2048:1266_1920x0_80_0_0_7391980892aaca18eaefc48230c623a7.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს, ქალაქ ჰამბურგში ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა - საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა - მეტოქის კარგი ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ჩეხეთის ფეხბურთელებმა კი პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მომზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან შეხვედრასაც გამოტოვებს.ჰამბურგში მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰასეკმა საქართველოს ნაკრებზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა.საქართველოს ნაკრებისთვის ჩეხეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანია - სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებს შანსი ექნება, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდეს.ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288466819_105:0:1944:1379_1920x0_80_0_0_62fab024b2e24dd2cb9b61f84247b9be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ევრო-2024: საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს ჩეხეთთან გამართავს
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები თავის სადებიუტო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას გამართავს, ქალაქ ჰამბურგში ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ორივე გუნდი ტურნირის პირველ წრეში დამარცხდა - საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა - მეტოქის კარგი ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ჩეხეთის ფეხბურთელებმა კი პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მომზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი ჩეხეთთან შეხვედრასაც გამოტოვებს.
„თურქეთთან განსაკუთრებულად ემოციური შეხვედრა იყო და საინტერესო თამაში ვაჩვენეთ. გუნდმა ენერგია აღიდგინა, მხოლოდ კიტეიშვილი გვაკლია. ეს მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან ჩეხეთი სხვა სტილის მქონე, გამოცდილი გუნდია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მათთან თამაში იოლი არ იქნება", - განაცხადა სანიოლმა.
ჰამბურგში მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰასეკმა საქართველოს ნაკრებზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა.
„ჩვენი თანამშრომლები საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ესწრებოდნენ და მეტოქის თამაში გაანალიზეს. საქართველოს ჰქონდა მომენტები, მათ შორის, ბოლო წუთში გოლის გატანის შანსი. მთლიანობაში ნაკრებმა მაღალი კლასის თამაში აჩვენა - როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად", - განაცხადა ჰასეკმა.
საქართველოს ნაკრებისთვის ჩეხეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანია - სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ეროვნულ ნაკრებს შანსი ექნება, რომ ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდეს.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჩეხეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.