https://sputnik-georgia.com/20240622/cexets-aucileblad-movugebt-premier-saqartvelos-nakrebis-momdevno-matcze-cempionatze-288540233.html
ჩეხეთს აუცილებლად მოვუგებთ - პრემიერი საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩზე ჩემპიონატზე
ჩეხეთს აუცილებლად მოვუგებთ - პრემიერი საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩზე ჩემპიონატზე
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე მატჩსაც დაესწრება 22.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-22T00:07+0400
2024-06-22T00:07+0400
2024-06-22T00:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ქართველი ფეხბურთელები ევროპაში
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_0:0:1988:1118_1920x0_80_0_0_5b03927be8769d5f42059fb4aa22b88c.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩში იღბალი დააკლდა, მაგრამ ჩეხეთს აუცილებლად მოუგებს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, შაბათს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩეხეთის ფეხბურთელებმაც პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.პრემიერი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბევრი სხვა წარმომადგენელი, საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებოდა.საქართველოს ნაკრები მესამე მატჩს პორტუგალიის გუნდთან 26 ივნისს გელზენკირხენში გამართავს.საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_186:0:1801:1211_1920x0_80_0_0_0b479811ac70b87bace2976df8afd291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართველი ფეხბურთელები ევროპაში , ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ჩეხეთს აუცილებლად მოვუგებთ - პრემიერი საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩზე ჩემპიონატზე
ირაკლი კობახიძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეორე მატჩსაც დაესწრება
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან მატჩში იღბალი დააკლდა, მაგრამ ჩეხეთს აუცილებლად მოუგებს, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩში თურქეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 წაგების შემდეგ, შაბათს ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. ჩეხეთის ფეხბურთელებმაც პირველი მატჩი პორტუგალიასთან ანგარიშით 1:2 წააგეს.
„რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი, როგორც საქართველოს ხელისუფლების ბევრი სხვა წარმომადგენელი, საქართველო-თურქეთის მატჩს ესწრებოდა.
საქართველოს ნაკრები მესამე მატჩს პორტუგალიის გუნდთან 26 ივნისს გელზენკირხენში გამართავს.
საქართველო ევროპის ჩემპიონატში, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება, პირველად მონაწილეობს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.