https://sputnik-georgia.com/20240621/rodis-ardgeba-wyalmomarageba-tbilissi-gwp-288531279.html
როდის აღდგება წყალმომარაგება თბილისში - GWP
როდის აღდგება წყალმომარაგება თბილისში - GWP
Sputnik საქართველო
GWP-ში განაცხადეს, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში 17 ივნისიდან მიმდინარეობს 21.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-21T10:14+0400
2024-06-21T10:14+0400
2024-06-21T10:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288509089_0:0:932:525_1920x0_80_0_0_537a88fca922dbfd50642bbbaadf4b72.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ავარიის შედეგად უწყლოდ დარჩენილ თბილისისა და მცხეთის ნაწილს წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღუდგება, ამის შესახებ წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water Power-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.ავარია მაგისტრალურ მილზე სოფელ წიწამურთან 16 ივნისს დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.მისი თქმით, იგეგმება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მოხდება მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით დასკანერება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს პრობლემა, რამაც შეიძლება მისი აღდგენის შემდგომ დამატებითი შეფერხებები გამოიწვიოს.„შემდგომ მოხდება ამ დაზიანებული მონაკვეთის ახლით აღდგენა, ჩანაცვლება და დავიწყებთ ქსელის დატვირთვას," - განაცხადა გიგა ნადირაძემ.წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ.მცხეთაში პრობლემა აღმოფხვრილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288509089_0:0:712:534_1920x0_80_0_0_2d61c31411db568185a0a33089fa5c75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, gwp
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, gwp
როდის აღდგება წყალმომარაგება თბილისში - GWP
GWP-ში განაცხადეს, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში 17 ივნისიდან მიმდინარეობს
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ავარიის შედეგად უწყლოდ დარჩენილ თბილისისა და მცხეთის ნაწილს წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღუდგება, ამის შესახებ წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water Power-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
ავარია მაგისტრალურ მილზე სოფელ წიწამურთან 16 ივნისს დილით მოხდა. დაზიანების დროულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რადგან დაზიანების ადგილს მიწის უზარმაზარი მასა ფარავს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკონტროლოდ ნაყარი მასალით ივსებოდა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
„10.000-ობით მოცულობა გრუნტისა უკვე მოხსნილია, დამუშავებულია. ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენ უკვე მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. შემდგომი რიგის ღონისძიებები იქნება, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უშუალოდ სამუშაო არეალის მოწესრიგება და დამუშავება“, - განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, იგეგმება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მოხდება მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით დასკანერება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს პრობლემა, რამაც შეიძლება მისი აღდგენის შემდგომ დამატებითი შეფერხებები გამოიწვიოს.
„შემდგომ მოხდება ამ დაზიანებული მონაკვეთის ახლით აღდგენა, ჩანაცვლება და დავიწყებთ ქსელის დატვირთვას," - განაცხადა გიგა ნადირაძემ.
წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფენის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყო და 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯივიპის" კუთვნილი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
დანაშაული ჯარიმას ან სამ ლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
16 ივნისს, კვირას, სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა - შედეგად წყალმომარაგების გარეშე 110 ათასი ადამიანი დარჩა. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რის შედეგადაც წყალმომარაგების შეზღუდვის თავდაპირველი არეალი ორჯერ - 58.351 აბონენტამდე შემცირდა, რომლებიც წყალს გრაფიკით იღებენ.
მცხეთაში პრობლემა აღმოფხვრილია.